საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 37%-ით გაიზარდა
საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 37.1%-ით გაიზარდა და 2007 წლის პირველ ნახევარში 2,7 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, იტყობინება საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი.
ექსპორტის მოცულობამ 548,6 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 20,1%-ით მეტია 2006 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ხოლო იმპორტის მოცულობა 42%-ით გაიზარდა და 2,2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან სავაჭრო ბრუნვის წილმა 37% შეადგინა, ნაცვლად 2006 წლის იანვარ-ივნისში დაფიქსირებული 41%-ისა. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სავაჭრო ბრუნვა კი 28.7%-მდე გაიზარდა.
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა მის უმსხვილეს პარტნიორთან თურქეთთან გაორმაგდა და 387 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
სავაჭრო ემბარგოს მიუხედავად, რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს მეორე უმსხვილეს პარტნიორად. სავაჭრო ბრუნვამ ამ ქვეყანასთან 322 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთთან ვაჭრობის წილი 2006 წლის პირველ ნახევართან შედარებით მხოლოდ 4,4%-ით შემცირდა.
საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზრის გადანაცვლებამ რუსეთიდან უკრაინაში – საქართველოს მესამე უმხსვილეს სავაჭრო პარტნიორთან, რომელთან ვაჭრობის მოცულობაც 263 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს – გამოიწვია უკრაინაში ექსპორტის გაზრდა 42%-ით. უკრაინული იმპორტი თითქმის გაორმაგდა და 225 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა. 2006 წლის პირველ კვარტალში უკრაინას საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მხოლოდ მეხუთე ადგილი ეკავა. ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა 149 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
საქართველოს ექსპორტის მთავარ წყაროს ფეროშენადნობები წარმოადგენს. შემდეგ მოდის შავი ლითონების ჯართი და სპილენძის მადნები. იმპორტირებულ პროდუქციას შორის მთავარი ადგილი ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს; და ასევე ავტომანქანებსა და სამკურნალო საშუალებებს უკავიათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)