შსს კვლავ განაგრძობს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ძებნას

ზემო კოდორის ხეობაში სავარაუდოდ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ძებნა კვლავ გრძელდება. ამის შესახებ Civil.ge შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.


”ჯერ-ჯერობით ახალი ამ კუთხით არაფერია, სამძებრო სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობს და თუ როდის დასრულდება ის გაურკვეველია”, – განაცხადა შოთა უტიაშვილმა, რომელიც ზემო კოდორის ხეობიდან 25 აგვისტოს გვიან ღამით დაბრუნდა.


ქართული მხარე აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან შემოფრენილმა ამოუცნობმა საფრენმა აპარატმა 21, 22 და 23 აგვისტოს რამდენჯერმე დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე ზემო კოდორის ხეობის თავზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 22 აგვისტოს დაფიქსირებული ინციდენტის დროს შსს-მ უპასუხა საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს “არსებული პროცედურის თანახმად და შემდეგ გამაფრთხილებელი გასროლაც განახორციელა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)