რეზონანსი: მეწარმეებს ”ყურძნის ყიდვას აიძულებენ”

მოახლოებული რთველის წინ ხელისუფლება მცირე და საშუალო მეწარმეებს გლეხებისგან ყურძნის ყიდვას ”აიძულებს”, წერს გაზეთი ”რეზონანსი” 1 სექტემბერს.


ვინაიდან ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა რუსული ეკონომიკური ემბარგოს გამო წარმოება შეამცირეს, ქართველი მევენახეები შესაძლოა თავიანთი მოსავლის გაყიდვის პრობლემის წინაშე დადგნენ. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, გასულ წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თითოეულ წამყვან ბიზნესმენს გლეხებისგან სულ ცოტა 10 ტონა ყურძნის შესყიდვა სთხოვა, რაც გარკვეულწილად შეამცირებდა რუსეთის მიერ ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ზემოქმედებას.


”რეზონანსის” ცნობით, წელს ხელისუფლებამ მიზანში მცირე და საშუალო მეწარმეები ამოიღო, რომელთა თქმითაც, ყურძნის შესყიდვა დიდ ტვირთად დააწვება მათ ბიზნესს.


ოპოზიციური ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ”რეზონანსს” განუცხადა, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლებას სურს ”მოხსნას დაძაბულობა კახეთის რეგიონში”.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა დავით ნარმანიამ გაზეთ ”რეზონანსს” განუცხადა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეიმუშავა მევენახეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა.


”ოფიციალურ გამოსვლებში ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია, მაგრამ ეს დოკუმენტალურად არ დასტურდება,” – განაცხადა მან.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)