ალექსიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარადგინეს

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ლექსო ალექსიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარადგინეს, რაც პირველი ნაბიჯია ბანკის პრეზიდენტად დასახელებისკენ.


პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 30 აგვისტოს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით გააკეთა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საჯაროდ გააკრიტიკა ეს ნაბიჯი.


დეპუტატმა ნინო ნაკაშიძემ საპარლამენტო უმრავლესობიდან განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ წინააღმდეგია ალექსიშვილის კანდიდატურისა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაზე.


დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან 10 სექტემბერს განაცხადეს, რომ დღის წესრიგშია მხოლოდ ალექსიშვილის არჩევა საბჭოს წევრად და არა ეროვნულ ბანკში მისი პრეზიდენტობის საკითხი.   

”ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციები გაიმართება და თითონ საბჭო, როცა დაკომპლექტდება სრული შემადგენლობით, იქიდან წარმოადგენს ერთ-ერთი კანდიდატურას,”- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა.

ეროვნული ბანკის 9-წევრიან საბჭოში ამჟამად ერთი ვაკანსიაა და კიდევ ერთი თავისუფალი ადგილი გაჩნდება მას შემდეგ, რაც მოქმედი პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადება დაკმაყოფილდება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ამდენად, პარლამენტში სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის სულ ცოტა ერთი კანდიდატურა შევა საბჭოს წევრად დასამტკიცებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)