სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო მოხელეთა სერტიფიცირების პროცესს აკრიტიკებენ

საარჩევნო ადმინისტრაციების მომავალ თანამშრომელთა ტესტირების პროცესს გამჭირვალობა აკლდა, განაცხადა ორმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ 18 სექტემბერს.


14-15 სექტემბერს 453-დან 322 კანდიდატმა ჩააბარა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა სერტიფიცირების გამოცდები. 

ორმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ – ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” და ”ახალი თაობა- ახალი ინიციატივამ” – რომლებიც ტესტირების პროცესს აკონტროლებდნენ, განაცხადა, რომ სერიოზული ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა შეინიშნებოდა პროცესის ცუდი მენეჯმენტი.


ტესტირების პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) ორგანიზებით წარიმართა.


სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებით, ტესტირების დასრულების შემდეგ ცსკ-მ არ დართო მათ საგამოცდო ფურცლების ნახვის უფლება.


”ამან უამრავი შესაძლებლობა შექმნა იმისა, რომ შეეცვალათ საგამოცდო ფურცლები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მთლიანი პროცესის გამჭირვალობის დონე,” – განაცხადა ორგანიზაციამ ”ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, რომელიც ტესტრების ნეიტრალური ორგანოს მიერ ჩატარების მომხრეა.  


”სამართლიანი არჩევნების” თქმით, ტესტირების პროცესში ცსკ-ს ზოგიერთი წარმომადგენელი კონსურსის ცალკეულ მონაწილეთა დახმარებას ცდილობდა.


ამჟამად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ორი ვაკანტური ადგილია – ერთ-ერთი მათგანი ცსკ-ს თავმჯდომარის თანამდებობაა.


ღია კონკურსი ორ ვაკანტურ თანამდებობაზე სექტემბერში გამოცხადდა. თუმცა მიუხედავად კონკურსისა, მოსალოდნელია, რომ ცსკ-ს თავმჯდომარის პოსტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი დაიკავებს, რომელმაც ასევე მიიღო სერტიფიცირების კონკურსში მონაწილეობა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)