გაერთიანებული შტაბის უფროსი ბულგარეთში შეხვედრებს მართავს

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ზაზა გოგავა სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო 26 სექტემბერს.


ზაზა გოგავამ ბულგარელ კოლეგასთან ზლატა სტოიკოვთან გამართულ შეხვედრაზე სამხედრო თანამშრომლობის გეგმები და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილა.

იმავდროულად, საქართველოს პარლამენტმა დღეს მოახდინა “საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)