გალის ტელევიზიამ მაუწყებლობა დაიწყო

გალის რაიონში მაუწყებლობა დაიწყო ახალმა ტელეარხმა, იუწყება აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი 26 სექტემბერს.


ამავე ცნობით, ტელევიზია ასევე დაფარავს სამეგრელოს ნაწილს და მაუწყებლობა წარიმართება აფხაზურ, რუსულ და მეგრულ ენებზე. 


ამ პროექტს სეპარატისტები განიხილავნ, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ნაბიჯს გადადგმულს გალის ქართველი მოსახლეობის თვითგამოცხადებული აფხაზეთის სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციისაკენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)