ნატოს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს სტუმრობს

26-27 სექტემბერს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსი, რომელმაც ქართულ მხარეს წარუდგინა სამხრეთ კავკასიაში ნატოს ახალი მეკავშირე ოფიცერი ზბიგნევ რიბაცკი.


ვიზიტის ფარგლებში რობერტ სიმონსი შეხვედრებს მართავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ჩართულ ოფიციალურ პირებთან და საქართველოში აკრედიტებულ ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან.


26 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გიორგი მანჯგალაძესთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში მიღწეული პროგრესი და ინტენსიური დიალოგის მიმდინარეობის პროცესი, ასევე საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლის პერსპექტივები, იტყობინება საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)