რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მთავარი საფრთხეა – ბოკერია

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ერთადერთი საფრთხე რუსეთია, თუმცა თბილისის კურსი ალიანსში ინტეგრაციისკენ არ უნდა გახდეს რუსეთის დაშინების პოლიტიკის მძევალი, განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ 19 ოქტომბერს.


მისი თქმით, 2008 წლის აპრილში ბუქარესტში დაგეგმილი ნატოს სამიტი იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლის დროსაც საქართველო შესაძლოა შეუერთდეს ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმას.    


”არანაირი წინასწარი 100%-იანი გარანტიები ამ საქმეში არ არსებობს,” – განაცხადა ბოკერიამ, ”ყველამ იცის რა არის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი, ეს არის – პირდაპირ რომ ვთქვათ – რუსეთის მუქარანარევი პოლიტიკა. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი: ჩვენ ვთვლით, რომ დასავლეთმა, ევროპამ არ უნდა ააწყოს თავისი პოლიტიკა ამგვარ დაშინების პოლიტიკაზე”.


ბოკერიამ ეს განცხადება ლისაბონში გააკეთა, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები და მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრნენ. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)