საქსტატი: მშპ–ს ზრდამ 2016 წლის პირველ ნახევარში 2.9% შეადგინა
„საქსტატის“ მიერ პარასკევს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის პირველ ექვს თვეში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 2.9% შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2.6% იყო.
ივნისში ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.9% შეადგინა, რის შედეგადაც მეორე კვარტალში 3.1%–იანი ზრდა დაფიქსირდა; პირველ კვარტალში ზრდის ტემპი 2.6% იყო.
საქართველოს მთავრობა 2016 წელს 3%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8%–ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ზრდა იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)