არასამთავრობო ორგანიზაციები: ცხინვალის რეფერენდუმი ‘შემაშფოთებელია’

55-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც საქართველოს ეროვნული პლატფორმა – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში არიან გაერთიანებული, 18 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს გამართულ „ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს“ არაფერი აქვთ საერთო დემოკრატიულ პროცესებთან იმის გათვალისწინებით, რომ „ათეულ ათასობით  ადამიანს დღემდე არ ეძლევა საკუთარ სახლებში დაბრუნების“ საშუალება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ მცდელობა რეგიონის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიას სახელმწიფოდ“ გადარქმევის თაობაზე „კიდევ უფრო შემაშფოთებელია“, ვინაიდან იგი „სამომავლოდ შესაძლოა მიზნად ისახავდეს რუსეთის მიერ ტერიტორიების ანექსიას“.

ორგანიზაციები მიესალმნენ ცხინვალის არჩევნების შესახებ გაკეთებულ საერთაშორისო შეფასებებს და მოუწოდეს მხარეებს, რომ „გააძლიერონ ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნების მიმართულებით“.

ამომრჩევლების 80%-მა მხარი დაუჭირა რეგიონის გადარქმევას „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიას სახელმწიფოდ“.

რეფერენდუმთან ერთად სეპარატისტული სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართა.

სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებული არჩევნები თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ნატომ, აზერბაიჯანმა, ესტონეთმა, ფინეთმა, ლიტვამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, პოლონეთმა და უკრაინამ დაგმეს. თავიანთი შეშფოთება არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გამოხატეს, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ და გაეროს უშიშროების საბჭომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)