პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველზე პარლამენტის წინ მიდინარე აქციაზე მივიდა. მას სიტყვით გამოსვლა სურდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას ამის საშუალება არ მისცეს და ადგილიდან „გადადექი, გადადექი“ შეძახილებით გააცილეს.
პრემიერმა მხოლოდ ერთი წინადადების თქმა მოახერხა და განაცხადა, რომ ხორავას ქუჩის საქმე პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუბრუნდება და გამოძიებას სათავეში გახარიას უწყება ჩაუდგება. ამის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილის პრესსამსახურმა პრემიერის საგანგებო ბრიფინგის შესახებ განცხადება გაავრცელა.
ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი აქციაზე „არა სოლიდარობის გამოსახატად, არამედ მორიგი ტყუილის სათქმელად მივიდა“. აქციის ორგანიზატორებმა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილის გადადგომისკენ მოუწოდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)