იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დაკავებული 5 პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დაკავებული 7 პირიდან, რომელთა შორის ექვსი უკრაინის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა, ხუთი 2 000-2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
გათავისუფლებულებს, რომელთაგანაც ერთი საქართველოს მოქალაქეა, ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებულები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2 დეკემბერს დააკავა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ელით. საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 12 მარტს არის ჩანიშნული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)