ცესკომ შუალედური არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 მაისს მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის პარლამენტის შუალედური არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა.
ოქმის თანახმად, 19 მაისის შუალედური არჩევნებისთვის აღნიშნული ოლქში ჯამში 43 908 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა კი – 15 022-მა ამომრჩეველმა მიიღო (34.2%). საარჩევნო ადმინისტრაციამ ბათილად 297 ბიულეტენი ცნო.
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მონაწილეობას სულ 20 კანდიდატი იღებდა. ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, არჩევნების პირველი ტურის შედეგები ასეთია:
- ნიტა სიხარულიძე – ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა – 0.12% (17 ხმა);
- გიორგი ანდრიაძე – თავისუფალი საქართველო – 0.79% (117 ხმა);
- შალვა შავგულიძე – ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები – 36.84% (5 422 ხმა);
- გიორგი ლილუაშვილი – საქართველო – 0.12% (18 ხმა);
- გიორგი შალიკაშვილი – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – 0.07% (11 ხმა);
- თებეა თენგიანი – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – 0.03% (5 ხმა);
- მამუკა ტუსკაძე – მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის – 0.09% (13 ხმა);
- ვალისა ღვინჯილია – პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო – 0.04% (6 ხმა);
- მიხეილ სალუაშვილი – სამართლიანობის აღდგენის კავშირი – ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე – 0.10% (15 ხმა);
- ირმა რაზმაძე – თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – 0.13% (19 ხმა);
- ჯემალ ნადარეიშვილი – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა – 0.12% (17 ხმა);
- გერმანე საბო – გირჩი – 4.76% (701 ხმა);
- ნოდარ ინანეიშვილი – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) – 0.06% (9 ხმა);
- ვლადიმერ კახაძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 41.01% (6 036 ხმა);
- ლევან იოსელიანი – დამოუკიდებელი – 6.55% (964 ხმა);
- კობა დავითაშვილი – დამოუკიდებელი – 2.91% (428 ხმა);
- სოფიო ხორგუანი – დამოუკიდებელი – 2.64% (388 ხმა);
- გრიგოლ გეგელია – დამოუკიდებელი – 3.14% (462 ხმა);
- იოსებ კობერიძე – დამოუკიდებელი – 0.18% (26 ხმა);
- თამარ ალფაიძე – დამოუკიდებელი – 0.31% (45 ხმა).
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ორ მთავარ კონკურენტს ვლადიმერ კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს, კვირას გაიმართება. მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აღნიშნული კვოტით არჩეული დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)