აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრის შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას.
„მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე“, – განაცხადა პრესსპიკერმა.
შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას ევროკავშირი, გაერო და ეუთოც მიესალმნენ.
შეხვედრა შევეიცარიის მხარის ორგანიზებით შედგა, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს ასრულებს.
ასევე ნახეთ:
27/09/2019 – ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას მმართველი გუნდი და ოპოზიცია აფასებს;
27/09/2019 – გაერო, ეუთო და აშშ ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრას მიესალმებიან;
27/09/2019 – ევროკავშირი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ;
26/09/2019 – დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)