ბორის ჯონსონი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა.
„ჩვენს ქვეყნებს ძლიერი ორმხრივი ურთიერთობა აკავშირებთ, განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებზე. გულწრფელად ვაფასებ იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ გაერთიანებული სამეფოს მიმართ სოლიდარობის ნიშნად გადადგა სოლსბერის თავდასხმასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ჯონსონის წერილში, რომელიც 8 ოქტომბრითაა დათარიღებული.
მან დაარწმუნა გახარია, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ორი ქვეყნის „სტრატეგიული პარტნიორობის“ ერთგულია, მათ შორისაა მხარდაჭერა შიდა რეფორმების შემდგომი განხორციელების მიმართ ამ ეტაპზე და მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)