ქვეყნის პირველი პირები ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამენ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს ირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც არსებული ინფორმაციით, 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მწუხარებას გამოთქვამენ და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ.
„შეძრული ვარ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო, რომელსაც უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა. ვწუხვარ და ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახებისა და მათი ახლობლების მწუხარებას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ტრაგედიას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. „გულწრფელად ვუსამძიმრებ თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს გიორგი გახარია.
My heartfelt condolences to the families of tragically deceased aboard of the Ukrainian Airliner in Tehran.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) January 8, 2020
„ღრმა დამწუხრებულები ვართ ირანში უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაციით, რასაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა მათ ოჯახებს, რომლებმაც ამ საშინელი ტრაგედიისას საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, – წერს Twitter-ზე დავით ზალკალიანი.
Deeply saddened by the news of the #Ukrainian plane crash in Iran claiming the lives of all on board. Our sincere condolences to the families who have lost their loved ones in this terrible tragedy @MFA_Ukraine
— David Zalkaliani (@DZalkaliani) January 8, 2020
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)