2020 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდა 1.5% იყო

„საქსტატის“ მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის პირველ კვარტალში 1.5%-ით გაიზარდა.

ამავე მონაცემების თანახმად, მარტში მშპ-ის ზრდა -2.7% იყო, მას შემდეგ, რაც იანვარსა და თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდებთან შედარებით, მშპ-ის ზრდამ 5.1% და 2.2% შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისადა საკვების მიწოდების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობისა და დასვენების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)