COVID-19 – ყველა სიახლე: ივლისი 2020 / არქივი
31 ივლისი, პარასკევი
21:20 – აფხაზეთში კოვიდ-19 კიდევ სამ პირს დაუდასტურდა
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ სამ პირს დაუდგინდა, რითაც რეგიონში ინფექციის დადასურებულ შემთხვევათა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. ამჟამად, აფხაზეთში კოვიდის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 44-ს შეადგენს.
18:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში, კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ადილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილი პაციენტი 79 წლის იყო, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში სოხუმიდან 26 ივლისს გადაიყვანეს. ამავე წყაროს ცნობით, გარდაცვლილს ორმხრივი პნევმონია და გულის მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მიუხედავად მიღებული საჭირო ზომებისა, პაციენტი გულისა და სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ეს ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების უკვე მე-3 შემთხვევაა.
10:30 – დადასტურებული შემთხვევები 8-ით გაიზარდა, კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 8-ით – 1 168-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა940 გახდა.
30 ივლისი, ხუთშაბათი
21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 81 გახდა, აქტიური შემთხვევების რიცხვი კი – 42-ია.
10:30 – დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა, კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 1 160-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 935 გახდა.
29 ივლისი, ოთხშაბათი
21:10 – კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი – მე-17 პაციენტი გარდაიცვალა.
12:20 – ოკუპირებული აფხაზეთის „პარალმენტის“ ერთ დეპუტატს კოვიდ-19 დაუდგინდა
ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ ერთ დეპუტატს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, ვირუსზე ტესტი დანარჩენ დეპუტატებსაც ჩაუტარდათ და პასუხები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
10:30 – დადასტურებული შემთხვევები 10-ით გაიზარდა, კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 10–ით – 1 155-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 929 გახდა.
28 ივლისი, სამშაბათი
21:30 – ოკუპირებული აფხაზეთი საქართველო-რუსეთის საზღვრის კვეთაზე დაწესებულ შეზღუდვას 4 აგვისტომდე ახანგრძლივებს
ოკუპირებული აფხაზეთის გადაწყვეტილებით, საქართველო-რუსეთის საზღვრის კვეთაზე დაწესებული შეზღუდვა 4 აგვისტომდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
19:50 – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებული აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 6-ით – 63-მდე გაიზარდა. მათგან 37 პაციენტი უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 2 კი – გარდაიცვალა.
14:00 – ოკუპირებულ ცხინვალი საქართველო-რუსეთის საზღვრის კვეთაზე შეზღუდვას 31 აგვისტომდე ახანგრძლივებს
ოკუპირებული ცხინვალი საქართველო-რუსეთის საზღვრის კვეთაზე დაწესებულ შეზღუდვას 31 აგვისტომდე ახანგრძლივებს. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაწესებულ შეზღუდვას ძალა 31 ივლისს გასდიოდა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, მოცემული მომენტისთვის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-19-ის 89 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 87 უკვე სრულად გამოჯანმრთელდა.
13:00 – 5 აგვისტოდან თბილისსა და რიგას შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 5 აგვისტოდან თბილისსა და რიგას შორის საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ფრენებს ავიაკომპანია „AirBaltic“ შეასრულებს.
„5-დან 20 აგვისტომდე შესრულდება კვირაში ერთი ფრენა, რაც გამართლებულია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, თუკი კოვიდ-თან დაკავშირებული ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, კვირაში უკვე ორი ფრენა შესრულდება“, – თქვა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოდან რეგულარული ფრენები მიუნხენისა და პარიზის მიმართულებითაც აღდგება.
10:35 – დადასტურებული შემთხვევები 8-ით გაიზარდა, კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 8-ით 1 145-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 927 გახდა.
27 ივლისი, ორშაბათი
21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 2-ით – 57-მდე გაიზარდა. არსებული მდგომარეობით, რეგიონში ვირუსის სულ 18 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
12:00 – საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებლისგან გაცემული 3 თვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ. ამავე გადაწყვეტილებით, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ისინი ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
10:30 – დადასტურებული შემთხვევები 6-ით გაიზარდა, კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 6-ით 1 137-მდე გაიზარდა. კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 922 გახდა.
26 ივლისი, კვირა
10:30 – დადასტურებული შემთხვევები 14-ით გაიზარდა, კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 14-ით – 1 131-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 920 გახდა.
10:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში, კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც იგი სოხუმიდან გადაიყვანეს. ამავე ინფორმაციით, გარდაცვლილს ქრონიკული კარგიოლოგიური დაავადება ჰქონდა და მიუხედავად, შესაბამისი სამედიცინო დახმარებისა, იგი ინფარქტით გარდაიცვალა.
ოკუპირებულ რეგიონში ეს კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა.
25 ივლისი, შაბათი
23:30 – ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 7-ით გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები კიდევ 7-ით – 55-მდე გაიზარდა.
12:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 3-ით გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 48-მდე გაიზარდა.
10:40 – დადასტურებული შემთხვევები 13-ით გაიზარდა, კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 13-ით – 1 117-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 917 გახდა.
10:00 – ევროკავშირმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქართველ მედპერსონალს დამცავი საშუალებები გადასცა
საქართველომ COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის ხელშეწყობისათვის ევროკავშირსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან 1.5 მილიონამდე ერთეული სამედიცინო დამცავი საშუალებები, კერძოდ – 5 000 სახის საფარი, 13 200 დამცავი სათვალე, 30 000 საიზოლაციო ხალათი, 1 000 000 სამედიცინო ნიღაბი და 328 000 რესპირატორი მიიღო.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დახმარება იმ ადამიანების დასაცავად არის განკუთვნილი, რომლებიც COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ უშუალოდ, წინა ხაზზე იბრძვიან. „ეს დახმარება ჯანდაცვის სისტემას საშუალებას მისცემს უფრო კარგად მოემზადოს გამოწვევების საპასუხოდ“, – ვკითხულობთ წარმომადგენლობის განცხადებაში.
24 ივლისი, პარასკევი
11:30 – ე.წ. „ლილოს ბაზრობაზე“ მოვაჭრეების ტესტირება დაიწყო
მას შემდეგ, რაც 23 ივლისს ე.წ. „ლილოს ბაზრობის“ 4 მოვაჭრეს კოვიდ-19 დაუდასტურდა, ადგილზე ეპიდემიოლოგიური კვლევა და ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ან სიახლოვეს დასაქმებული მოვაჭრეების ტესტირება დაიწყო.
„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის გიორგი კვარაცხელიას თქმით, ამ ეტაპზე ბაზრობაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ მოიაზრება, თუმცა გამკაცრდა კონტროლი და ადგილზე სიტუციის შესასწავლად დღესაც „6 ჯგუფია შესული“.
„ეს გაგრძელდება ისე, რომ ვიმუშაოთ, ხელი არ შეეშალოს არც ეკონომიკას, არც მომხმარებელს და თან უსაფრთხოც ვიყოთ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
11:10 – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გათვალისწინებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა და ადგილზე საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
შსს-ის ინფორმაციით, სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც საკარანტინო შეზღუდვების აღსრულებას უწყების თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში გააკონტროლებენ. უწყებისვე ცნობით, სამართალდამცველები სოფელთან მისასვლელ მეორეხარისხოვან გზებსაც აკონტროლებენ.
ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ „ეს იყო იძულებითი ნაბიჯი“, რადგანაც ტესტირების ჩატარების საჭიროებაზე „ადგილობრივებთან კომუნიკაცია გაჭირდა“. „ჩვენ დღეში მინიმუმ 700 ტესტის აღებას ვვარაუდობდით, მაგრამ 200-ს ვერ ავცდით, რაც არ არის საკმარისი“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით კი – სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სოფლის ჩაკეტვის გამო ადგილობრივი ფერმერების პროდუქციის რეალიზება არ შეფერხდეს.
11:05 – ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 45-მდე გაიზარდა. ახალი ინფიცირებულები სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი პაციენტები და მედპერსონალის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც ვირუსი კოვიდ-19-ის მქონე პაციენტისგან გადაედოთ, რომელსაც ვირუსი 22 ივლისს დაუდგინდა.
10:45 – დადასტურებული შემთხვევები 19-ით გაიზარდა, კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 19-ით – 1 104-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 ადამიანი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 912 გახდა.
23 ივლისი, ხუთშაბათი
13:15 – CRRC-მ საქართველოში კოვიდ-19-ის კრიზისის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა
არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 23 ივლისს საქართველოში კოვიდ-19-ის კრიზისის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიში საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის, დეზინფორმაციას და პანდემიის პირობებში ხელისუფლებისადმი მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
CRRC-ს ანგარიშის თანახმად, გამოკითხულების უმრავლესობა პანდემიის პირობებში ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების დიდ ნაწილს ეთანხმებოდა.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კოვიდ-19-ის კრიზისამდე ჩატარებულ კვლევასთან (2019 წლის ნოემბერ-დეკემბერი) შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინსტიტუტების საქმიანობის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა. მაგალითად, თითქმის გასამმაგდა პრემიერ-მინისტრის მიმართ დადებითი შეფასება.
ანგარიშის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 28%-მა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის კრიზისის დროს სამსახური დაკარგა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ პანდემიის პირობებში განახევრდა შინამეურნეობების საშუალო და მედიანური შემოსავალი. ამასთან, ოდნავ გაუარესდა საკვების უსაფრთხოების მხრივ შინამეურნეობების მდგომარეობაც.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოქალაქეები მხარს ეკონომიკის გახსნას უჭერენ. ამასთან, რესპონდენტების მხოლოდ მცირე ნაწილი ელოდება კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღას და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ისინი ამბობენ, რომ მთავრობის მიერ სხვადასხვა ტიპის რეგულაციის დაწესებას მხარს უფრო ნაკლებად დაუჭერენ.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულების 9%-ს სჯერა, რომ 5G-ის ინტერნეტის ინფრასტრუქტურა, შესაძლოა, კოვიდ-19-ის გავრცელების მიზეზი იყოს. 42% კი – ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა. აგრეთვე, მცდარი შეხედულებებია გავრცელებული ვაქცინაციის თემაზეც.
კვლევის შედეგების მიხედვით, წელს სააღდგომო წირვას გამოკითხულების მხოლოდ 4% დაესწრო, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 44% იყო. ამასთან, მართლმადიდებელი ქრისტიანების დიდი ნაწილი პანდემიის პირობებში საერთო კოვზით ზიარების წესს არ ეთანხმებოდა.
უფრო კონკრეტულად, 43%-მა თქვა, რომ ზიარების დროს საერთო კოვზის გამოყენებას არ ეთანხმებოდა, 33% ეთანხმებოდა, 21%-ს კი – კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა აპრილის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის გზით, ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 6 125 რესპონდენტი გამოიკითხა. ავტორების განმარტებით, ცდომილების საშუალო ზღვარი 3.0-3.1%-ია.
13:00 – 24 ივლისიდან ქვეყანაში შიდა ფრენები განახლდება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 4 თვიანი პაუზის შემდეგ, 24 ივლისიდან საქართველოში შიდა ფრენები განახლდება. რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით შესრულდება.
10:40 – დადასტურებული შემთხვევები 12-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 12-ით – 1 085-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 911 გახდა.
22 ივლისი, ოთხშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევები 2-ით გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 2-ით 40-მდე გაიზარდა. ერთი ახალი ინფიცირებული აფხაზეთის მკვიდრია, რომელსაც კოვიდ-19 საავადმყოფოში მკურნალობის დროს დაუდგინდა. იგი სოხუმში კრასნოდარიდან დაბრუნდა. მეორე ინფიცირებული კი – სომხეთის მოქალაქეა, რომელიც აფხაზეთში სამსახურებრივი ვიზიტით იმყოფებოდა.
16:00 – იაპონიამ საქართველოს სამედიცინო ტექნიკის შესაძენად 2.8 მლნ აშშ დოლარის გრანტი გამოუყო
იაპონიამ საქართველოს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურის შესაძენად 2.8 მლნ აშშ დოლარის მოცულობის გრანტი გამოუყო. შესაბამის ხელშეკრულებას დღეს ხელი საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მოაწერეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის თქმით, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, „ეს ძალიან კარგი და დროული დახმარებაა“. მანვე აღნიშნა, რომ ეს იაპონიის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის მხოლოდ გრანტის სახით გამოყოფილი უკვე მე-8 დახმარებაა, რაც ჯამში დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარის ტოლია.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში, დახმარების „განსაკუთრებულ“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამაც და თქვა, რომ ის „მთლიანად მოხმარდება კოვიდ-19-ის პროგრამაში ჩართული საგანგებო მდგომარეობისა და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერებას“.
„დარწმუნებული ვარ, რომ [კოვიდ-19-თან გამკლავებაში] თქვენი წარმატების ისტორია დაეხმარება საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ძალისხმევაში“, – თქვა იაპონიის ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ.
მანვე, წლების განმავლობაში, იაპონიის მთავრობის მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა „განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას“.
10:30 – დადასტურებული შემთხვევები 24-ით გაიზარდა, კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 24-ით – 1 073-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 907 გახდა.
21 ივლისი, სამშაბათი
18:00 – ოკუპირებული აფხაზეთი საქართველო-რუსეთის საზღვარის კვეთაზე დაწესებულ შეზღუდვას ახანგრძლივებს
ოკუპირებული აფხაზეთის გადაწყვეტილებით, საქართველო-რუსეთის საზღვრის კვეთაზე დაწესებული შეზღუდვა 28 ივლისამდე გახანგრძლივდა.
14:10 – გარდაბნის მუნიციპალიტეტში „გაფართოებული ტესტირება“ დაიწყო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო არ ჩაიკეტა, თუმცა ადგილზე „გაფართოებული ტესტირება“ დაიწყო.
დღეს, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ამისთვის მუნიციპალიტეტის სოფლებში უკვე 6 ბრიგადა მუშაობს.
გარდაბანსა და მუნიციპალიტეტის იმ სოფლების შესასვლელებთან, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა, მოქალაქეებს შესვლა-გასვლისას ტემპერატურის გაუზომავენ, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი – მათ დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ.
ამირან გამყრელიძემ, ზოგადად, ქვეყანაში ტესტირებების ზრდის ტენდენციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მოცემული მომენტისთვის, უკვე 182 000 PCR და 116 000 ე.წ. სწრაფი ტესტია ჩატარებული, რაც მისივე შეფასებით, „მილიონ მოსახლეზე გადათვლით, საკმაოდ კარგი პოზიციაა“.
14:00 – აგვისტოს დასაწყისიდან თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით ფრენები აღდგება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ აგვისტოს დასაწყისიდან თბილისი-პარიზი-თბილისი მიმართულებით პირდაპირი ფრენები აღდგება.
მისივე ცნობით, ფრენებს ავიაკომპანია Air France-ი კვირაში ორჯერ შეასრულებს და ფრენების დაწყების ზუსტ თარიღსაც თავად კომპანია გადაწყვეტს.
ნათია თურნავამ ისიც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები Air Baltic-თანაც გრძელდება, რომელმაც რეგულარული რეისები რიგა-თბილისი-რიგის მიმართულებით უნდა შეასრულოს. მისი განცხადებით, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „უახლოეს ხანებში“ მიიღებენ.
ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ფრენების აღდგენა იწყება „[ევროკავშირის] მხოლოდ იმ [ხუთ] ქვეყანასთან, რომლებთანაც უპირობოდ არის დაშვებული მიმოსვლა და აგვისტოში [მთავრობა] ყველა სხვა მიმართულებით რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვას“ კვლავაც შეინარჩუნებს.
10:20 – დადასტურებული შემთხვევები 10-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კდევ 3 პაციენტი
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხხვევები 10-ით 1 049-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 903 გახდა.
20 ივლისი, ორშაბათი
16:00 – ღია სივრცეში 100 ადამიანამდე სადღესასწაულო ღონისძიებები დასაშვებია
უწყებათაშორისი საკოორდონაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, ღია სივრცეში 100 ადამიანამდე ნებისმიერი სოციალური, რიტუალური და სადღესასწაულო ღონისძიებიების (ქორწილები, იუბილე და ა.შ.) ჩატარება დასაშვებია.
15:50 – კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი. ეს კოროვირუსის მქონე პაციენტის გარდაცვალების უკვე მე-16 შემთხვევაა.
10:45 – დადასტურებული შემთხვევები 11-ით გაიზარდა, კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 11-ით – 1 039-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 900 გახდა.
19 ივლისი, კვირა
10:30 – დადასტურებული შემთხვევები 10-ით გაიზარდა, კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 10-ით – 1 028-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთლდა კიდევ 4 ადამიანი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 899 გახდა.
18 ივლისი, შაბათი
10:40 – დადასტურებული შემთხვევები 8-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 8-ით – 1 018-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 895 გახდა.
17 ივლისი, პარასკევი
11:00 – ავღანეთიდან კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 ქართველი სამხედრო დაბრუნდა საქართველოში
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განაცხადებით, ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში როტაციით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების კიდევ 10 სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ისინი გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით სამშობლოში დღეს ჩამოიყვანეს.
ჯამში, ავღანეთში კოვიდ-19 სულ 38 სამხედრო მოსამსახურეს დაუდასტურდა. მათგან 28 საქართველოში 10 ივლისს დაბრუნდა. ყველა ინფიცირებული ერთ ჯგუფს მიეკუთვნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი ინფიცირების წყარო „ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება“.
სამინისტროსვე ინფორმაციით, საქართველოში 10 ივლისს დაბრუნებული 28 სამხედრო მოსამსახურიდან 8 უკვე გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებადატოვა. დანარჩენი ინფიცირებული სამხედროები კი მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
- ავღანეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 ქართველი სამხედრო საქართველოში დაბრუნდა
- ავღანეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 28 ქართველი სამხედრო საქართველოში დაბრუნდა
10:30 – ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხვევები 89-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მოცემული მომენტისთვის ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის 4 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
10:05 – დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 ადამიანი
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 4-ით – 1 010-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 ადამიანი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 885 გახდა. ამ მონაცემებით, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 110-ია.
16 ივლისი, ხუთშაბათი
10:40 – დადასტურებული შემთხვევები 3-ით გაიზარდა, კიდევ 10 პაციენტი გამონაჯმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 1 006-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 ადამიანი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 883 გახდა.
15 ივლისი, ოთხშაბათი
15:00 – ოკუპირებულმა აფხაზეთმა საქართველო-რუსეთის საზღვრის კვეთაზე დაწესებული შეზღუდვები 21 ივლისამდე გაახანგრძლივა
ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით, საქართველო-რუსეთის საზღვრის კვეთაზე დაწესებული შეზღუდვები 21 ივლისამდე გახანგრძლივდა.
10:45 – დადასტურებული შემთხვევები 4-ით გაიზარდა, კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 4-ით – 1 003-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 873 გახდა.
14 ივლისი, სამშაბათი
20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული ბოლო ორი პაციენტიც გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებული პაციენტები რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კადეტები იყვნენ, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდნენ. ისინი გუდაუთის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა 7 აპრილს გამოვლინდა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე, ოკუპირებულ რეგიონში ვირუსის სულ 38 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 37 გამოჯანმრთელდა, 1 კი – გარდაიცვალა.
10:40 – დადასტურებული შემთხვევები 4-ით გაიზარდა, კიდევ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 4-ით – 999-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 870 გახდა.
13 ივლისი, ორშაბათი
11:00 – დადასტურებული შემთხვევები 9-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 9-ით – 995-მდე გაიზარდა.
12 ივლისი, კვირა
10:45 – დადასტურებული შემთხვევებიტ 5-ით გაიზარდა, კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 986-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 857 გახდა.
11 ივლისი, შაბათი
10:45 – დადასტურებული შემთხვევებიტ 8-ით გაიზარდა, კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 8-ით – 981-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 851 გახდა.
10 ივლისი, პარასკევი
16:45 – ოკუპირებული აფხაზეთი დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთის „მოქალაქეებისა“ და მკვიდრების დასაბრუნებლად „ჰუმანიტარულ კორიდორს“ ხნის
ოკუპირებული აფხაზეთი დანარჩენ საქართველოში შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად ჩამოსული საკუთარი „მოქალაქეებისა“ და რეგიონის მკვიდრების უკან დასაბრუნებლად „ჰუმანიტარულ კორიდორს“ ხსნის. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის „მთავრობის“ გადაწყვეტილებით, ენგურის გამშვები პუნქტი 13-დან 17 ივლისის ჩათვლით, 10:00-20:00 საათის მონაკვეთებში გაიხსნება.
16:30 – ომბუდსმენმა საკარანტინო სივრცეების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა
სახალხო დამცველის ოფისმა, პანდემიის პირობებში, საკარანტინო სივრცეებში მარტი-მაისის პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიში, 41 სასტუმროში მყოფ 112 რესპონდენტისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, გამოკითხულები აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავი პირები, სამედიცინო და სასტუმროს მომსახურე პერსონალი მათ ეთიკურად ეპყრობოდნენ.
თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, რესპოდენტები აეროპორტებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ხანგრძლივი დროით დაყოვნებაზე მიუთითებდნენ, ასევე აეროპორტებში დაყოვნებისას და ხანგრძლივი მგზავრობის დროს საკვებით და წყლით უზრუნველყოფის ხარვეზებზე საუბრობდნენ.
ანგარიშის თანახმად, რესპონდენტების უმეტესობა განმარტოებით იყო მოთავსებული და დღის განმავლობაში რაიმე სახის აქტივობებისა და ოთახის დატოვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ასევე, რესპონდენტების დაახლოებით ნახევარს არ ჰქონდა აივანი.
„მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ საკარანტინო სივრცეში მყოფ პირებს წერილობით ან ზეპირად იშვიათად მიეწოდებოდათ ინფორმაცია მათი [ამ] სივრცეში გადაყვანის საფუძველზე, მათ უფლებებზე, მოვალეობებსა და გასაჩივრების მექანიზმზე“, – აღნიშნავს ომბუდსმენის აპარატი.
„ვინაიდან არ არის დადგენილი საქმის განხილვის დაჩქარებული პროცედურა, შესაძლოა გასაჩივრების მექანიზმის გამოყენება აზრს იყოს მოკლებული და გადაწყვეტილება მაშინ იქნას მიღებული, როდესაც საკარანტინო ღონისძიების ვადა გასულია“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
16: 00 – ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მყოფ აბიტურიენტს კოვიდ-19 დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მყოფ ერთ-ერთ აბიტურიენტს კოვიდ-19 დაუდასტურდა.
ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული შესახებ ცენტრს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან კომუნიკაცია ჰქონდა და ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის, „ყველა ღონისძიებაა გატარებული“.
10:30 – დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა, კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით 973-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვი 846 გახდა.
9 ივლისი, ხუთშაბათი
10:30 – დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა, კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 968-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 844 გახდა.
8 ივლისი, ოთხშაბათი
11:10 – საქართველო საფრანგეთს, გერმანიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს საზღვრებს უხსნის
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა – ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფო – ის პირველი ქვეყანა იქნება, რომელთაც საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილ საზღვრებს უპირობოდ გაუხსნის.
11:00 – დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა, კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 963-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 841 გახდა.
7 ივლისი, სამშაბათი
11:00 – დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა, კიდევ 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 958-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 838 გახდა.
6 ივლისი, ორშაბათი
13:00 – სპორტდარბაზები და საცურაო აუზები იხსნება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები იხსნება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასახელებული ობიექტები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება.
„აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
11:10 – ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა
ოკუპირებული ცხინვალში ყველა – 85-ივე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის პირველი სამი შემთხვევა 5 მაისს გამოვლინდა.
11:00 – დადასტურებული შემთხვევები 2-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევებით 2-ით – 953-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 830 გახდა.
5 ივლისი, კვირა
11:00 – დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა, კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით 951-მდე გაიზარდა. კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 828 გახდა.
4 ივლისი, შაბათი
11:00 – დადასტურებული შემთხვევები 3-ით გაიზარდა, კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით – 946-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 825 გახდა.
3 ივლისი, პარასკევი
11:00 – დადასტურებული შემთხვევები 4-ით გაიზარდა, კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ით – 943-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 821 გახდა.
2 ივლისი, ხუთშაბათი
10:50- დადასტურებული შემთხვევები 8-ით გაიზარდა, კიდევ 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 8-ით – 939-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 23 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 817 გახდა.
1 ივლისი, ოთხშაბათი
10:30 – დადასტურებული შემთხვევები 3-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით 931-მდე გაიზარდა.
კოვიდ-19-ის ივლისამდელი საარქივო მასალებისათვის ეწვიეთ ბმულებს:
- COVID-19 – ყველა სიახლე: ივნისი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: მაისი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: აპრილი 2020/არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: მარტი 2020/არქივი
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)