COVID-19 – ყველა სიახლე: აპრილი 2021 / არქივი
30 აპრილი, პარასკევი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 106 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 63-ით – 14 557-მდე გაიზარდა. 106-ით – 13 623-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 222-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები 712-ის ტოლია.
12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 3 401-მდე გაიზარდა. 4-ით – 3 074-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:15 – 45 338 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 45 338 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 15 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 15 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 4 110 გახდა.
11:00 – 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 791 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 1 476-ით – 310 310-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 791 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 290 767 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 923 თბილისში გამოვლინდა, 107 აჭარაში, 90 იმერეთში, 104 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 45 კახეთში, 82 ქვემო ქართლში, 48 შიდა ქართლში, 28 მცხეთა-მთიანეთში, 24 გურიაში, 6 სამცხე-ჯავახეთში, 1 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
29 აპრილი, ხუთშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 33-ით – 14 494-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 13 517-ს შეადგენს, გარდაცვლილთა რაოდენობა 222-ის, აქტიური შემთხვევები კი – 755-ის ტოლია.
12:35 – ოკუპირებულ ცხინვალში 3 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში 3-ით – 3 070-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
11:15 – 43 568 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 43 568 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 18 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 18 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 4 095 გახდა.
11:00 – 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 1 160 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 1 433-ით – 308 834-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 160 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 289 976 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 904 თბილისში გამოვლინდა, 146 აჭარაში, 79 იმერეთში, 99 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 45 კახეთში, 54 ქვემო ქართლში, 39 შიდა ქართლში, 28 მცხეთა-მთიანეთში, 31 გურიაში, 8 სამცხე-ჯავახეთში.
28 აპრილი, ოთხშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 53-ით – 14 461-მდე გაიზარდა. 38-ით – 13 517-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 222-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 722-ის ტოლია.
12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 3 398-მდე გაიზარდა. 5-ით – 3 067-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:15 – 41 801 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 41 801 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 17 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 17 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 4 077 გახდა.
11:00 – 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 878 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 1 551-ით – 307 401-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 878 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 288 816 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 918 თბილისში გამოვლინდა, 121 აჭარაში, 101 იმერეთში, 130 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 48 კახეთში, 82 ქვემო ქართლში, 69 შიდა ქართლში, 35 მცხეთა-მთიანეთში, 32 გურიაში, 12 სამცხე-ჯავახეთში, 3 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
27 აპრილი, სამშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 87-ით – 14 408-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 13 479-ს შეადგენს, გარდაცვლილთა რაოდენობა 222-ის, აქტიური შემთხვევები კი – 707-ის ტოლია.
16:00 – ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს ჩინურ „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის გახსნა. უშუალოდ ვაქცინაციის პროცესი მაისის პირველ რიცხვებში დაიწყება.
საქართველომ ჩინური „სინოფარმის“ 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მაშინდელი განცხადებით, ქვეყანაში „სინოფარმით“ იმუნიზაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავის დასკვნას „სინოფარმის” ვაქცინაზე რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.
14:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 3 395-მდე გაიზარდა. 4-ით – 3 062-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:15 – 40 095 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 40 095 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 17 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 17 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 4 060 გახდა.
11:00 – 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 909 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 1 578-ით – 305 850-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 909 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 287 938 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 1 001 თბილისში გამოვლინდა, 128 აჭარაში, 89 იმერეთში, 84 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 63 კახეთში, 56 ქვემო ქართლში, 61 შიდა ქართლში, 41 მცხეთა-მთიანეთში, 39 გურიაში, 8 სამცხე-ჯავახეთში, 8 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
26 აპრილი, ორშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 89 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 32-ით – 14 321-მდე გაიზარდა. 89-ით – 13 479-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, 1-ით – 222-მდე კი – გარდაცვლილთა რიცხვი. აქტიური შემთხვევები 620-ის ტოლია.
11:45 – ოკუპირებულ ცხინვალში 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 6-ით – 3 392-მდე გაიზარდა. 5-ით – 3 058-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:15 – 38 553 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 38 553 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 18 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 18 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 4 043 გახდა.
11:00 – 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 1 058 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 521-ით – 304 272-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 058 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 287 029 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში გამოვლინდა, 68 აჭარაში, 36 იმერეთში, 49 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 39 კახეთში, 10 ქვემო ქართლში, 10 შიდა ქართლში, 16 მცხეთა-მთიანეთში, 6 გურიაში, 2 სამცხე-ჯავახეთში.
25 აპრილი, კვირა
11:15 – 37 590 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 37 590 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 18 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 18 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 4 025 გახდა.
11:00 – 966 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 1 222 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 966-ით – 303 751-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 222 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 285 971 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 567 თბილისში გამოვლინდა, 177 აჭარაში, 77 იმერეთში, 73 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 42 კახეთში, 30 ქვემო ქართლში, 21 შიდა ქართლში, 17 მცხეთა-მთიანეთში, 15 გურიაში, 7 სამცხე-ჯავახეთში.
24 აპრილი, შაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 42-ით – 14 289-მდე გაიზარდა. 15-ით – 13 390-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 221-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 678-ის ტოლია.
11:15 – 36 056 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 36 056 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 15 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 15 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 4 007 გახდა.
11:00 – 1 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 463 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 1 250-ით – 302 785-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 463 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 284 749 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 770 თბილისში გამოვლინდა, 115 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 78 აჭარაში, 63 იმერეთში, 58 კახეთში, 49 ქვემო ქართლში, 40 შიდა ქართლში, 35 გურიაში, 26 მცხეთა-მთიანეთში, 16 სამცხე-ჯავახეთში.
23 აპრილი, პარასკევი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 65-ით – 14 247-მდე გაიზარდა. 1-ით – 221-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაც. გამოჯანმრთელებულთა 13 375-ს შეადგენს. აქტიური შემთხვევები კი – 651-ის ტოლია.
13:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 6 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში 6-ით – 3 053-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
11:15 – 34 897 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 34 897 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 11 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 11 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 992 გახდა.
11:00 – 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 729 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 1 271-ით – 301 535-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 729 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 284 286 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 781 თბილისში გამოვლინდა, 98 აჭარაში, 91 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 71 იმერეთში, 53 შიდა ქართლში, 52 ქვემო ქართლში, 48 კახეთში, 41 გურიაში, 27 მცხეთა-მთიანეთში, 6 სამცხე-ჯავახეთში, 3 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
22 აპრილი, ხუთშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 25 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 65-ით – 14 182-მდე გაიზარდა. 25-ით – 13 375-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 220-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 587-ის ტოლია.
13:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 8 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში 8-ით – 3 047-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
11:15 – 33 337 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 33 337 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 10 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 981 გახდა.
11:00 – 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 688 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 1 226-ით – 300 264-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 688 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 283 557 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 731 თბილისში გამოვლინდა, 101 აჭარაში, 96 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 75 იმერეთში, 61 ქვემო ქართლში, 56 შიდა ქართლში, 49 კახეთში, 29 მცხეთა-მთიანეთში, 13 გურიაში, 8 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 7 სამცხე-ჯავახეთში.
21 აპრილი, ოთხშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 52-ით – 14 117-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 13 350-ს შეადგენს, გარდაცვლილთა რაოდენობა 220-ის, აქტიური შემთხვევები კი – 547-ის ტოლია.
13:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 3 386-მდე გაიზარდა. 11-ით – 3 039-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:15 – 31 911 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 31 911 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 12 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 12 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 971 გახდა.
11:00 – 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 632 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 1 310-ით – 299 038-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 632 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 282 869 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 798 თბილისში გამოვლინდა, 113 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 85-85 აჭარასა და კახეთში, 72 იმერეთში, 61 ქვემო ქართლში, 39 შიდა ქართლში, 27 გურიაში, 18 მცხეთა-მთიანეთში, 8 სამცხე-ჯავახეთში, 4 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
20 აპრილი, სამშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 63-ით – 14 065-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 13 350-ს შეადგენს, გარდაცვლილების საერთო რიცხვი 220-ის, აქტიური შემთხვევები კი – 495-ის ტოლია.
14:15 – ირაკლი ღარიბაშვილი კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც კოვიდ-19 6 აპრილს დადასტურდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამავე ინფორმაციით, იგი „თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს“.
11:50 – ოკუპირებულ ცხინვალში 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 1-ით – 3 383-მდე გაიზარდა. 7-ით – 3 028-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:15 – 31 019 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 31 019 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 10 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 959 გახდა.
11:00 – 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 663 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 1 792-ით – 297 728-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 663 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 282 237 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 1 030 თბილისში გამოვლინდა, 164 აჭარაში, 163 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 96 იმერეთში, 85 შიდა ქართლში, 75 ქვემო ქართლში, 63 კახეთში, 55 გურიაში, 33 მცხეთა-მთიანეთში, 23 სამცხე-ჯავახეთში, 5 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
19 აპრილი, ორშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 78-ით – 14 002-მდე გაიზარდა. 12-ით – 13 350-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, 1-ით – 220-მდე კი – გარდაცვლილთა რიცხვი. აქტიური შემთხვევები 432-ის ტოლია.
12:25 – ოკუპირებულ ცხინვალში 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვეები 5-ით – 3 382-მდე გაიზარდა. 9-ით – 3 021-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:20 – საყოველთაო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 18 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის საყოველთაო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო. მსურველებს ელექტრონული რეგისტრაცია და რამდენიმე ვაქცინიდან სასურველის არჩევა უკვე შეუძლიათ. ამ მომენტისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი მხოლოდ 55 წელს ზევით მოქალაქეებისთვის არის.
11:15 – 30 209 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 30 209 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 10 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 949 გახდა.
11:00 – 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 659 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 578-ით – 295 936-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 659 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 281 574 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 321 თბილისში გამოვლინდა, 80 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 57 აჭარაში, 35 იმერეთში, 23 კახეთში, 20 ქვემო ქართლში, 16 გურიაში, 10 მცხეთა-მთიანეთში, 9 სამცხე-ჯავახეთში, 7 შიდა ქართლში.
18 აპრილი, კვირა
12:00 – Wizz Air-მა ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით რეგულარული ფრენები აღადგინა
დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. თითოეული მიმართულებით კომპანია კვირაში ერთხელ იფრენს. ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, დაგეგმილია რეისების ზრდაც.
მაისიდან ფრენები აღდგება რიგისა და დორტმუნდის, ივნისიდან კი – რეგულარული ფრენები თანდათან ევროპის 13 ქვეყანასთან აღდგება.
11:15 – 29 184 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 29 184 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 14 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 14 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 939 გახდა.
11:00 – 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 783 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 818-ით – 295 358-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 783 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 280 915 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 465 თბილისში გამოვლინდა, 75 აჭარაში, 73 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 57 იმერეთში, 46 ქვემო ქართლში, 29 შიდა ქართლში, 25კახეთში, 18-18 გურიასა და მცხეთა-მთიანეთში, 8 სამცხე-ჯავახეთში, 4 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
17 აპრილი, შაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 42-ით – 13 924-მდე გაიზარდა. 1-ით – 219-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 13 338-ს შეადენს, აქტიური შემთხვევები 367-ის ტოლია.
11:15 – 27 654 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 27 654 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 9 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 9 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 925 გახდა.
11:00 – 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 301 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 1 219-ით – 294 540-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 301 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 280 132 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 676 თბილისში გამოვლინდა, 126 აჭარაში, 123 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 61 იმერეთში, 55 შიდა ქართლში, 51 ქვემო ქართლში, 46 გურიაში, 39კახეთში, 29 მცხეთა-მთიანეთში, 9 სამცხე-ჯავახეთში, 4 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
16 აპრილი, პარასკევი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 37-ით – 13 882-მდე გაიზარდა. 33-ით – 13 338-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 218-ია, აქტიური შემთხვევები კი – 326-ს შეადგენს.
17:00 – 27 აპრილიდან „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 27 აპრილიდან ქვეყანაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმზე“ რეგისტრაცია იწყება.
საქართველომ „სინოფარმის“ 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო. იმავე დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ქვეყანაში „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას გაივლის, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.
12:10 – ოკუპირებულ ცხინვალში 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 3 377-მდე გაიზარდა. 6-ით – 3 012-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.
11:15 – 26 427 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 26 427 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 8 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 8 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 916 გახდა.
11:00 – 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 442 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 1 077-ით – 293 321-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 442 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 279 831 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 641 თბილისში გამოვლინდა, 109 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 97 აჭარაში, 51 იმერეთში, 44 ქვემო ქართლში, 38 შიდა ქართლში, 36 კახეთში, 27 გურიაში, 22 მცხეთა-მთიანეთში, 6 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 5 სამცხე-ჯავახეთში.
15 აპრილი, ხუთშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 52-ით – 13 845-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 13 305-ის ტოლია, გარდაცვლილების კი – 218-ის. აქტიური შემთხვევები 322-ს შეადგენს.
13:05 – ოკუპირებულ ცხინვალში 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 6-ით – 3 374-მდე გაიზარდა. 5-ით – 3 006-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.
11:30 – 24 917 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 24 917 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 7 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 7 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 908 გახდა.
11:00 – 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 706 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 1 030-ით – 292 244-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 706 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 279 389 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 538 თბილისში გამოვლინდა, 103 აჭარაში, 119 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 73 იმერეთში, 63 ქვემო ქართლში, 42 კახეთში, 30 შიდა ქართლში, 24 გურიაში, 25 მცხეთა-მთიანეთში, 11 სამცხე-ჯავახეთში, 2 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
14 აპრილი, ოთხშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 19-ით – 13 793-მდე გაიზარდა. 31-ით – 13 305-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 218 შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 270-ის ტოლია.
13:05 – ოკუპირებულ ცხინვალში 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 3 368-მდე გაიზარდა. 5-ით – 3 001-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:30 – 23 493 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 23 493 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 7 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 7 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 901 გახდა.
11:00 – 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 432 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 1 085-ით – 291 214-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 432 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 278 683 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 664 თბილისში გამოვლინდა, 121 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 96 აჭარაში, 52 იმერეთში, 40 ქვემო ქართლში, 31 შიდა ქართლში, 24-24 კახეთსა და გურიაში, 22 მცხეთა-მთიანეთში, 7 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 5 სამცხე-ჯავახეთში.
13 აპრილი, სამშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 53-ით – 13 774-მდე გაიზარდა. 1-ით – 218-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობაც. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 13 227-ის ტოლია, აქტიური შემთხვევები კი – 282-ს შეადგენს.
12:40 – ოკუპირებულ ცხინვალში 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 9-ით – 3 365-მდე გაიზარდა. 7-ით – 2 996-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.
11:35 – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 8 აპრილს ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა, რომელშიც კოვიდ-19-ის ტესტები, ჟანგბადის კონცენტრანტები, სამედიცინო ხალათები და სისხლში ჟანგბადის დონის შემცველობის გამზომი საკონტროლო-დიაგნოსტიკური მოწყობილობები შედის.
ჰუმანიტარული ტვირთი რესპუბლიკურ ბიოლოგიურ ლაბორატორიაზე, სანიტარულ და ეპიდემიოლოგიურ სამსახურებზე, ასევე იმ საავადმყოფოებზე გადანაწილდა, სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.
11:30 – 22 090 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 22 090 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 11 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 11 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 894 გახდა.
11:00 – 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 422 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 1 374-ით – 290 129-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 422 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 278 251 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 756 თბილისში გამოვლინდა, 161 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 116 აჭარაში, 97 იმერეთში, 80 შიდა ქართლში, 61 ქვემო ქართლში, 40 კახეთში, 30 მცხეთა-მთიანეთში, 15 გურიაში, 10 სამცხე-ჯავახეთში, 8 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
12 აპრილი, ორშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 84 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 30-ით – 13 721-მდე გაიზარდა. 84-ით – 13 274-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 217-ის ტოლია, აქტიური შემთხვევები კი – 230-ს შეადგენს.
15:00 – ვაქცინაციის პროცესში რეანიმაციის მქონე კლინიკებიც ჩაერთვებიან
მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ის კერძო კლინიკებიც ჩაერთვებიან, რომელთაც რეანიმაციული განყოფილება აქვთ ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ.
12:35 – ოკუპირებულ ცხინვალში 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 7-ით – 3 356-მდე გაიზარდა. 5-ით – 2 989-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.
11:30 – 20 622 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 20 622 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 6 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 6 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 883 გახდა.
11:00 – 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 526 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 359-ით – 288 755-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 526 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 277 829 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 202 თბილისში გამოვლინდა, 46 აჭარაში, 40 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 19 იმერეთში, 14-14 შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 9 გურიაში, 7 მცხეთა-მთიანეთში, 5 კახეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში, 1 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
11 აპრილი, კვირა
11:10 – კიდევ 8 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 8 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 877 გახდა.
11:00 – 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 592 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 707-ით – 288 396-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 592 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 277 303 გახდა.
ახალი შემთხვევებიდან 408 თბილისში გამოვლინდა, 71 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 61 აჭარაში, 47 იმერეთში, 26-26 გურიასა და კახეთში, 2-2 შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 20 მცხეთა-მთიანეთში, 2-2 სამცხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
10 აპრილი, შაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 22-ით – 13 691-მდე გაიზარდა. 27-ით – 13 190-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 217-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 284-ის ტოლია.
11:30 – 18 287 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 18 287 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 11 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 11 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 869 გახდა.
11:00 – 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 285 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 506-ით – 287 689-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 285 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 276 711 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 240 თბილისში გამოვლინდა, 76 აჭარაში, 66 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 43 იმერეთში, 33 ქვემო ქართლში, 13-13 გურიაში, შიდა ქართლსა და კახეთში, 4 მცხეთა-მთიანეთში, 3 სამცხე-ჯავახეთში, 2 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
9 აპრილი, პარასკევი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 62 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 24-ით – 13 669-მდე გაიზარდა. 62-ით – 13 163-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 217-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 289-ის ტოლია.
20:00 – მთავრობა დამსაქმებლებს თანამშრომლების დისტაციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი უქმეებად ცხადდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომლების დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, მართლმამდიდებლური კალენდრით აღდგომის დღესასწაულის შემდგომი ერთი კვირა – 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმეებად ცხადდება.
12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 7-ით – 3 259-მდე გაიზარდა. 11-ით – 2 894-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:30 – 17 261 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 17 261 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 9 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 9 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 858 გახდა.
11:00 – 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 342 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 777-ით – 287 183-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 342 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 276 426 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 430 თბილისში გამოვლინდა, 91 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 62 აჭარაში, 50 იმერეთში, 32 კახეთში, 29-29 ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, 21 გურიაში, 17 მცხეთა-მთიანეთში, 10 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 6 სამცხე-ჯავახეთში.
8 აპრილი, ხუთშაბათი
16:30 – ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამიერიდან, ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი მხოლოდ 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში გაგრძელდება.
გადაწყვეტილება, ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანისაზიის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ძალზედ იშვიათ შემთხვევაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, შესაძლოა, თრომბოზულ გართულებებს შეიძლება უკავშირდებოდეს. „აქამდე, შემთხვევათა უმეტესობა 60 წლამდე ქალებში, ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში გამოვლინდა“, – განაცხადა ევროპის წამლის სააგენტომ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ორგანიზაციის ექსპერტების კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული სარგებელი აღემატება ყველა შესაძლო რისკს“, საქართველოს ექსპერტთა საბჭომ, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში გამოყენებას გაუწია რეკომენდაცია.
რაც შეეხება მათ, ვინც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ „მას, ვინც უსაფრთხოდ ჩაიტარა [„ასტრაზენეკას“] ვაქცინაციის პირველი დოზა ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში“, შესაბამისი პერიოდის გასვლის შემდეგ, იმავე ვაქცინის მეორე დოზის მიღების შესაძლებლობა ექნება.
14:10 – მასობრივი სოციალური ღონისძიებებისთვის ფართის გაქირავება იკრძალება
მთავრობის გადაწყვეტილებით, იკრძალება ფართის გადაცემა-დათმობა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით, როგორებიცაა – ქელეხი, იუბილე, ქორწილი და სხვ. მთავრობის დადგენილებით, ფართის მფლობელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თვიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან ფართის მესაკუთრე ვალდებულია დარღვევის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს აცნობოს.
ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების თანახმად, აკრძალულია 10 მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც ხსენებულ ღონისძიებებთან არის დაკავშირებული. დარღვევაზე პასუხისმგებლობა ღონისძიების ორგანიზატორს ეკისრება, რისთვისაც ფიზიკური პირი 2 000, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება.
12:05 – 15 693 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 15 693 პირი აიცრა.
12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 8-ით – 30342-მდე გაიზარდა. 4-ით – 2 973-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.
11:10 – კიდევ 9 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 9 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 849 გახდა.
11:00 – 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 537 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 761-ით – 286 406-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 537 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 276 084 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 434 თბილისში გამოვლინდა, 77 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 67 აჭარაში, 59 იმერეთში, 33 გურიაში, 24 შიდა ქართლში, 23 მცხეთა-მთიანეთში, 20 ქვემო ქართლში, 19 კახეთში, 3 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში.
7 აპრილი, ოთხშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 24-ით – 13 600-მდე გაიზარდა. 23-ით – 13 093-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 216-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 291-ის ტოლია.
16:30 – მამუკა მდინარაძეს კოვიდ-19 დაუდასტურდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს კოვიდ-19 დაუდასტურდა. დეპუტატმა ამის შესახებ Facebook-ზე თავად დაწერა.
13:50 – პრეზიდენტს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც გუშინ თვითიზოლაციაში გადავიდა, კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
12:00 – 14 207 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 14 207 პირი აიცრა.
11:30 – ოკუპირებულ ცხინვალში 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 4-ით – 3 334-მდე გაიზარდა. 12-ით – 2 969-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
11:10 – კიდევ 8 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 8 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 840 გახდა.
11:00 – 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 327 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 687-ით – 285 645-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 327 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 275 547 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 351 თბილისში გამოვლინდა, 84 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 68 იმერეთში, 61 აჭარაში, 41 შიდა ქართლში, 22 ქვემო ქართლში, 20 მცხეთა-მთიანეთში, 14 გურიაში, 18 კახეთში, 4-4 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში და სამცხე-ჯავახეთში.
6 აპრილი, სამშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 34-ით – 13 576-მდე გაიზარდა. 18-ით – 13 070-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. 1-ით – 216-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა საერთო რიცხვიც, აქტიური შემთხვეები 290-ს შეადგენს.
16:05 – სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოვიდ-19-ის ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო, „რისკების თავიდან აცილების მიზნით“, იგი თვითიზოლაციაში გადავიდა.
12:10 – ოკუპირებულ ცხინვალში 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით – 3 330-მდე გაიზარდა. 5-ით – 2 957-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
12:05 – 12 846 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 12 846 პირი აიცრა.
12:00 – ირაკლი ღარიბაშვილს კოვიდ-19 დაუდასტურდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 6 აპრილს კოვიდ-19 დაუდასტურდა.
პრემიერი Facebook-ზე წერს რომ, იგი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაშია და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
11:10 – კიდევ 10 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 10 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 832 გახდა.
11:00 – 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 196 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 897-ით – 284 958-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 196 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 275 220 გახდა. ახალი შემთხვევებიდან463 თბილისში გამოვლინდა, 96 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 88 იმერეთში, 83 აჭარაში, 41 ქვემო ქართლში, 32 შიდა ქართლში, 31 გურიაში, 24 მცხეთა-მთიანეთში, 19-19 კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში.
5 აპრილი, ორშაბათი
22:05 – ოკუპირებულ აფხაზეთში 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 60-ით – 13 542-მდე გაიზარდა. 1-ით – 215-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 275-ს შეადგენს.
13:05 – ოკუპირებულ ცხინვალში 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვეები 7-ით – 3 327-მდე გაიზარდა. ასევე 7-ით – 2 952-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
12:00 – 11 603 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 11 603 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 11 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 11 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 822 გახდა.
11:00 – 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 425 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 228-ით – 284 061-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 425 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 275 024 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 111 თბილისში გამოვლინდა, 20-20 სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში, 19 იმერეთში, 17 შიდა ქართლში, 16 აჭარაში, 5-5 – ქვემო ქართლში, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 6 მცხეთა-მთიანეთში, 4 სამცხე-ჯავახეთში.
4 აპრილი, კვირა
11:10 – კიდევ 7 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 7 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 811 გახდა.
11:00 – 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 454 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 464-ით – 283 833-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 454 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 274 599 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 243 თბილისში გამოვლინდა, 57 აჭარაში, 49 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 28-28 იმერეთსა და გურიაში, 23 შიდა ქართლში, 17 ქვემო ქართლში, 10 მცხეთა-მთიანეთში, 7 კახეთში, 3 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
3 აპრილი, შაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 87 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 23-ით – 13 510-მდე გაიზარდა. 87-ით – 12 992-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 214-ს შეადგენს, აქტიური შემთხვევები კი – 304-ის ტოლია.
16:25 – საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა
საქართველოში 3 აპრილს ჩინეთში წარმოებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის – „სინოფარმის“ 100 000 დოზა ჩამოვიდა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში „სინოფარმით“ იმუნიზაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.
12:00 – 9 735 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 9 735 პირი აიცრა.
11:10 – კიდევ 6 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 6 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 804 გახდა.
11:00 – 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 215 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 580-ით – 283 369-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 215 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 274 145 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 331 თბილისში გამოვლინდა, 56 იმერეთში, 51 აჭარაში, 50 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 26 შიდა ქართლში, 22 ქვემო ქართლში, 17 გურიაში, 10-10 კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 6 მცხეთა-მთიანეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში.
2 აპრილი, პარასკევი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 29 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 29-ით – 13 487-მდე გაიზარდა. 29-ით – 12 905-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 214-ის ტოლია, აქტიური შემთხვევები კი – 368-ს შეადგენს.
13:10 – კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში საკონტროლო პუნქტები მოეწყო. სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი – ტესტირება უტარდებათ.
შსს-ს ცნობით, ამ და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
2 აპრილის მდგომარეობით, შიდა ქართლში კოვიდ-19-ის 30 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
13:00 – 18:00 სთ-დან 55 წელს ზევით მოქალაქეების რეგისტრაცია იწყება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს, 18:00 სთ-დან 55 წელს ზევით მოქალაქეები კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად დარეგისტრირებას შეძლებენ.
12:00 – 8 909 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 8 909 პირი აიცრა.
11:30 – ოკუპირებულ ცხინვალში 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 13-ით – 3 320-მდე გაიზარდა. 6-ით – 2 945-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაც.
11:10 – კიდევ 13 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 13 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 798 გახდა.
11:00 – 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 326 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 529-ით – 282 789-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 326 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 273 930 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 281 თბილისში გამოვლინდა, 78 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 45 აჭარაში, 34 იმერეთში, 30 შიდა ქართლში, 23 გურიაში, 21 ქვემო ქართლში, 7 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 5 მცხეთა-მთიანეთში, 3 სამცხე-ჯავახეთში, 2 კახეთში.
1 აპრილი, ხუთშაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 30-ით – 13 458-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 12 876-ს შეადგენს, გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 214-ის, აქტიური შემთხვევები კი – 368-ის ტოლია.
12:05 – 7 822 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 7 822 მოქალაქე აიცრა.
12:00 – ოკუპირებულ ცხინვალში 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 6-ით – 3 307-მდე გაიზარდა. 12-ით – 2 939-დე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.
11:10 – კიდევ 7 გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 7 ადამიანი. ამით ქვეყანაში ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების საერთო რაოდენობა 3 785 გახდა.
11:00 – 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 437 გამოჯანმრთელდა
დადასტურებული შემთხვევები 499-ით – 282 260-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 437 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 273 604 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 264 თბილისში გამოვლინდა, 65 იმერეთში, 45 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 33 აჭარაში, 23 შიდა ქართლში, 20 გურიაში, 19 მცხეთა-მთიანეთში, 13 კახეთში, 12 ქვემო ქართლში, 4 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში.
კოვიდ-19-ის შესახებ ყველა საარქივო მასალისთვის ეწვიეთ ბმულებს:
- COVID-19 – ყველა სიახლე: მარტი 2021 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: თებერვალი 2021 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: იანვარი 2021 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: დეკემბერი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: ნოემბერი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: ოქტომბერი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: სექტემბერი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: აგვისტო 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: ივლისი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: ივნისი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: მაისი 2020 / არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: აპრილი 2020/არქივი
- COVID-19 – ყველა სიახლე: მარტი 2020/არქივი
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)