„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა
თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კვლავაც დედაქალაქის მერობისათვის იბრძოლებს, მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
დედაქალაქის საკრებულოს 10 მაჟორიტარული ადგილისათვის იბრძოლებენ:
- მთაწმინდა – ზურაბ აბაშიძე, აწ უკვე ყოფილი ელჩი ყაზახეთში, თავისუფალი დემოკრატების ყოფილი ლიდერი;
- ვაკე – გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე;
- სამგორი – რევაზ სოხაძე, მოქმედი მაჟორიტარი;
- ისანი – კახა ლაბუჩიძე, გამგებელი;
- კრწანისი – ლევან ჯაფარიძე, მოქმედი მაჟორიტარი;
- ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე; მოქმედი გამგებელი;
- გლდანი – კონსტანტინე ზარნაძე, გლდანის გამგებლის მოადგილე;
- დიდუბე – გივი ჩხარტიშვილი;
- საბურთალო – ავთანდილ ცინცაძე, მოქმედი მაჟორიტარი;
- ჩუღურეთი – ზურაბ ჩიკვილაძე, მოქმედი გამგებელი.
თბილისის 50 წევრიან საკრებულოში პროპორციული-მაჟორიტარულის პროპორცია ამჟამად 25/25-ზეა. შეფარდება მომავალ საკრებულოში პროპორციულის სასარგებლოდ 40/10-ზე ივნისში საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების წყალობით შეიცვლება. ცვლილებები პარლამენტმა ევროკავშირის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების კვალდაკვალ მიიღო. ამასთან, ცვლილებების თანახმად, მაჟორიტარობის კანდიდატებს გამარჯვებისათვის 40%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)