პარტია მოქალაქეების პროპორციული სია თბილისის საკრებულოში
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული პარტიული სიები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში კანდიდატების სია 31 პარტიამ წარადგინა.
ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოსთვის ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული პროპორციული სიის პირველი 10 კანდიდატია წარმოდგენილი, რომელთაგან 5 ქალია, 5 კი – მამაკაცი:
- ფატმანი ბარჯაძე;
- გიორგი რეხვიაშვილი;
- თინათინ გუგუნავა;
- ნინო ჩარკვიანი;
- ნატო კირვალიძე;
- სულხანი ნამჩევაძე;
- რომან მელქაძე;
- მაკა ფრიდონაშვილი;
- მიხეილ აბრამიშვილი;
- შალვა კარელიძე.
პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან მოქალაქეები 40-ს პროპორციული, 10-ს კი -მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.
პარტიას თბილისის მერობის კანდიდატი არ წარუდგენია. მოქალაქეები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 1.33%-ით მე-6 ადგილზე გავიდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)