ქართველი სამხედრო ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობასთან იმსახურებს
თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარე ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბ-ბინამ განაცხადა, რომ პოდპოლკოვნიკი ვახტანგ ქარცივაძე პირველი ქართველი სამხედრო იქნება, რომელიც მათთან იმსახურებს.
სარდლობამ 24 ნოემბერს განაცხადა, რომ ქარცივაძის დანიშვნა „ერთ-ერთია მრავალ ქმედებათაგან პარტნიორ საქართველოსთან არსებულ მტკიცე ურთიერთობაში“.
ამავე ცნობებით, ქარცივაძეს მიღების ცერემონიალზე საქართველოს ხუთჯვრიანი აღმართული დროშით შეხვდნენ, რომელსაც სახმელეთო ჯარების სარდლობის ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი მუსტაფა ოგუზი მასპინძლობდა.


This post is also available in: English (ინგლისური)