უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ 10 ივლისს დაუდასტურა, რომ უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე მებრძოლი, კახა გოგოლი დაიღუპა.

ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბარში, უკრაინაში მებრძოლმა კიდევ ერთმა ქართველმა, რომეო ფარულავამ განაცხადა, რომ გოგოლი ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკთან მიმდინარე „მძიმე ბრძოლებისას“ დაიღუპა.

მედიის ცნობით, 48 წლის გოგოლი, რომლიც აფხაზეთიდან დევნილი იყო და 1992-1993 წლების აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომებშიც იბრძოდა, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ჩავიდა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საელჩო და კახა გოგოლის საქართველოში გადმოსვენებისთვის შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)