ალან გაგლოევი მოსკოვს სტუმრობს
ოკუპირებული ცხინვალის ლიდერი, ალან გაგლოევი მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში 4 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელს, ყაზბეკ ტაისაევს შეხვდა.
გაგლოევის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და ხაზი გაუსვეს რუსეთის, როგორც სტრატეგიულ პარტნიორისა და „ნამდვილი, ძმური ქვეყნის“ როლს ოკუპირებული ცხინვალისთვის.
ამავე ინფორმაციით, თავის მხრივ, ტაისაევმა აღნიშნა რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა, რა დროსაც, ორივე მხარე „აქტიურ ერთობლივ მუშაობაზე“ შეთანხმდა.
ალან გაგლოევი მოსკოვში 1 აგვისტოს გაემგზავრა, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დმიტრი კოზაკს უნდა შეხვდეს და ცხინვალსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები უნდა განიხილოს, მათ შორის, ოკუპირებული რეგიონის „სახელმწიფო უწყებებში“ დასაქმებულთა ხელფასების ზრდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)