დემოკრატები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ
(თბილისი, 4 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – ბიუჯეტის შესრულების შესახებ დისკუსიებმა აჩვენა, რომ “პარლამენტი აბსოლუტურად უუნაროა”, განაცხადა ფრაქცია დემოკრატების თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ გუშინ, 3 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე. დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭია დადგენილებებს, რომლებიც სახელმწიფო მინისტრსა და მთავრობას 2002 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებდნენ. რეფორმატორთა ფრაქცია ბიუჯეტის 38 მილიონი ლარით გარღვევაში სწორედ სახელმწიფო მინისტრსა და მთავრობას სდებს ბრალს. “პარლამენტმა არ განახორციელა თავისი კონსტიტუციური უფლება გააკონტროლოს ქვეყნის საფინანსო და საბიუჯეტო პოლიტიკა”, აღნიშნა გიორგი ბარამიძემ. მისი თქმით, გაცილებით უკეთესი იქნება თუ უახლოეს მომავალში მოსახლეობა ახალ პარლამენტს აირჩევს. გიორგი ბარამიძის განცხადებით, ახალი მემარჯვენეები, სოციალისტები, მრეწველები და აღორძინება, რომლებიც თავიანთ თავს ოპოზიციას უწოდებენ, სინამდვილეში სახელმწიფო მინისტრისა და პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდამჭერები არიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)